თბილისში, კორპუსის მეათე სართულიდან სკამი ისროლეს, რომელიც ბავშვს დაეცა - დაკავებულია ერთი პირი
1788282753
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირების შესახებ გამოაცხადა.
მისი თქმით, გამკაცრდება რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის კონტროლი, ხოლო რუსეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის დაიბარებენ.
„ეს დაბარება ამ წუთებში ხორციელდება. გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს დამატებით ზომებს სადაზვერვო სამსახურების სფეროში და გააგრძელებს მოქმედებებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და რუსეთის შეკავების მიზნით. გერმანია გადაჭრით გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, - აღნიშნა მან.
კანცლერ ფრიდრიხ მერცთან კონსულტაციის შემდეგ, ვადეფულმა ასევე გასცა ბრძანება 18 სექტემბრიდან ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ.
„ბერლინში „რუსული სახლის“ შესახებ შეთანხმება გაუქმდება“, - დასძინა მან.