პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალგაზრდა ქალი, რომელიც წლების წინ ოჯახს მოჰპარეს და სოლიდური თანხის სანაცვლოდ გაყიდეს ჯგუფ „ვეძებ“-ში თავისი ისტორიის შესახებ წერს.
იგი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი ბიოლოგიურ მშობლებთან შეხვედრაა აღბეჭდილი.
„საჯაროდ ამ ამბიდან 1 წელი გავიდა და მინდა ყველამ ნახოთ ის საშინელება რაც მე და ბევრ ჩემნაირს გაუკეთეს, მე ის გოგო ვარ წიკლაურს რომ ვეძებდი დედას (ესე მეწერა საბუთებში) სანამ ქვეყანა არ გადავატრიალე, ყველაფერი არ ამოვქექე მანამდე ვერაფერი გავიგე.
ჩემმა გამზრდელებმა წამომიყვანეს სიღნაღიდან ჭუჭყიანი, მშიერი, მომვლელი საკმაოდ სოლიდური თანხის სანაცვლოდ და არასოდეს არ ჰქონიათ ეჭვი რომ შეიძლებოდა მოპარული ვყოფილიყავი.
მადლობა ყველას ამ სიხარულის გაზიარებისთვის, მადლობა თამუნა მუსერიძეს ამ საოცარი საქმისთვის და ყველას ვინც დამეხმარა და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ჩემს გულში. ეძებეთ ვინც ეძებს ის აუცილებლად პოულობს“, - წერია პოსტში.