გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც აუცილებელია ჩვენი თავდაცვისთვის - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ჰეზბოლამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც თავს დაგვესხა", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, ისინი არიან თეირანისა და ლიბანის ცაზე და, საკუთარი თავდაცვის მიზნით, ყველაფერს გააკეთებენ.

გარდა ამისა, ნეთანიაჰუ, ლიბანს მოუწოდებს, არ ჩაერიონ ომში, რომელიც მათი არ არის.

"ვაგრძელებთ ძლიერ სამხედრო დარტყმებს ირანზე. ჩვენ პილოტები არიან ირანისა და თეირანის ცაზე, ისევე, როგორც ლიბანის ცაზე.

"ჰეზბოლამ" შეცდომა დაუშვა, როდესაც თავს დაგვესხა. ლიბანის მთავრობა და ლიბანელი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ "ჰეზბოლა" იმ ომში ჩართვას აიძულებს, რომელიც მათი არ არის, მხოლოდ იმ მკვლელის სიკვდილის გამო, რომელსაც მათთან საერთო არაფერი აქვს.

მათ საკუთარ თავს უნდა მიხედონ და გონივრული იქნება, თუ ამას სწრაფად გააკეთებენ. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც აუცილებელია ჩვენი თავდაცვისთვის", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.