1753387731
გაუჩინარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა (რუსეთი)

რუსეთში კამჩატკის მხარეში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეციდან სოფელ ნიკოლაევკაში მიფრინავდა. მათ შორის მანძილი 25 კილომეტრია. 22 ადამიანიდან სამი ეკიპაჟის წევრია, ხოლო დანარჩენი - რიგითი მგზავრი.
გაუჩინარებულ ვერტმფრენს უკვე ეძებს სამაშველო სამსახური.