წყალი 13 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1767034888
გასულ 10 წელში პირველად, სამხრეთ აფრიკაში თოვლი მოვიდა. ინტერნეტსივრცე იოჰანესბურგში გადაღებულმა ფოტომასალამ მოიცვა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობა ნალექის სახით თოვლს იშვიათად ხედავს - ბოლოს ასეთი შემთხვევა 2012 წელს დაფიქსირდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თოვლი და დაბალი ტემპერატურა აღინიშნება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, მთიან ნაწილებსა და აღმოსავლეთ კონცხზე. მეტეოროლოგიური სამსახურისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, მაქსიმალურად დაიცვან სიფრთხილის ზომები, განსაკუთრებით, გზებზე გადაადგილებისას, რადგან მოქალაქეები მსგავს კლიმატს მიჩვეულები არ არიან.
მიუხედავად იმისა, რომ დიდთოვლობა არ შეინიშნება, ზოგიერთმა სკოლამ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. გარდა ამისა, ფერმერებს ურჩევენ, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ ცხოველები.