პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზვიგენი, რომელიც ეგვიპტეში ადამიანს თავს დაესხა, დაიჭირეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა დაიწყეს. სანაპირო ზოლში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ზვიგენის კვლევის დასრულების შემდეგ სააგენტო გამოაქვეყნებს ანგარიშს. ასევე, ეგვიპტის გარემოს დაცვის მინისტრმა ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფს დაავალა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ზვიგენების თავდასხმით ინციდენტის განმეორების თავიდან ასაცილებლად.
23 წლის რუსი ტურისტი, ვლადიმერ პოპოვი ზვიგენმა შეჭამა. იმ დღეს ბიჭი სანაპიროზე მამასთან და შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, გარდაცვლილის მამამ განაცხადა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მათ ვლადიმერის ყვირილის ხმა გაიგონეს და მისკენ მაშინვე გაცურეს, თუმცა, დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა.
როგორც მეთევზეები ეგვიპტურ მედიასთან საუბარში აცხადებენ, ზვიგენის დაჭერა მოგვიანებით მოხერხდა.
„როდესაც ის გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ",- ამბობენ მეთევზეები.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რა ხდება ამ წუთებში ქავთარაძეზე - კადრები ადგილიდან
👉 „ორი ურთულესი ოპერაცია...“ - მარიამ შუკაკიძე კლინიკაში მოხვდა