პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჭიათურაში, მე-6 დღეა, 27 წლის ნიკა ხვედელიძეს ეძებენ.
ნიკას ნათესავი წერს, რომ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ.
„მეგობრებო, არ ვიცი ვის რაში დასჭირდა მსგავსი ტყუილი, არ გვიპოვია, ჯერჯერობით არანაირი ახალი ინფორმაცია არ გვაქვს.
არ შეხვიდეთ შეცდომაში ისევ ვეძებთ, და ისევ გთხოვთ იყოთ ყურადღებით...“,- წერს ნათესავი.
მისმა დეიდამ, დისშვილის გაუჩინარების დღეს გაიხსენა, რომ იმ დღეს ნიკა ჭიათურაში თბილისიდან ჩავიდა, მაგრამ სახლამდე არ მისულა.
"ნიკა ხვედელიძეს ვეძებთ, 7 ივნისს იყო ჭიათურაში, ქალაქში ძმამ ნახა, ესაუბრა, ნიკამ უთხრა ცენტრში მივდივარ და მალე ამოვალ სახლშიო, მაგრამ სახლში არ მოსულა. რომ არ გამოჩნდა, ძებნა დაიწყეს. საღამოს მეგობარს უნახავს ნავარძეთის გზაზე, მეგობარს არ გაჰყვა და გზა ფეხით განაგრძო. ზესტაფონისკენ რომ მიდიოდა ამის დამნახავები არიან. მას შემდეგ რაც განგაში ავტეხეთ და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მის დაკარგვაზე, დაგვიკავშირდა ბიჭი და გვითხრა: ვნახე ზესტაფონისკენ მიმავალ გზაზე, მანქანაც გავუჩერე, მაგრამ არ ჩამიჯდა, ზურგჩანთა ეკეთაო. ამის მერე კვალი ქრება. მარტო იყო. ბოლო ორი კვირა თბილისში, მშენებლობაზე მუშაობდა. ადრე მოსაწევის გამო ცოტა პრობლემები შეექმნა, მაგრამ მერე უმკურნალეს და კარგად იყო. არ ვიცი რა ვიფიქრო, ვფიქრობთ, გონება გაეთიშა და კვალს ვერ ვპოულობთ. იმ საღამოს რომ არ მოვიდა სახლში, გვეგონა მონასტერში წავიდა. კაცხის სვეტია ჩვენთან და იქ დადის ხოლმე. ვიფიქრეთ, იქ იყო. მეორე დღეს იქ ააკითხა ძმამ და მამაოებმა უთხრეს, აქ არ მოსულაო. ამის შემდეგ ავტეხეთ განგაში და ყველგან ვეძებთ.