დღეიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - გაფრთხილების ტექსტს 112-იც ავრცელებს
1742183701
აზერბაიჯანში მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, მორგში გაცოცხლდა. გაირკვა, რომ ის რეალურად ცოცხალი იყო. ამის შესახებ მედია იუწყება.
გავრცელებული ცნობით, რომ ჯალილაბადის რაიონის სოფელ ტახირლის მკვიდრი, 34 წლის მამაკაცი ახლობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის ნიშან-წყლის გარეშე იპოვეს, ის სიკვდილის მიზეზის დადგენის მიზნით ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, სადაც აღმოჩნდა რომ კაცი ცოცხალი იყო და ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გაცოცხლებული კაცი ჯალილაბადის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ის რეანიმაციულ განყოფულებაშია, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება.