აქცია პარლამენტთან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
1732817035
„გამოვიყენებთ განადგურების ყველა საშუალებას, თუ უკრაინა ბირთვულ იარაღს მიიღებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ყველაფერს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კერძოდ, რუსეთის ხელთ არსებულ განადგურების ყველა საშუალებაა. თუ ვინმე ოფიციალურად გადასცემს [უკრაინას] რამეს, მაშინ ეს ნიშნავს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში აღებული ყველა ვალდებულების დარღვევას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოველ ნაბიჯს, თუ რა ხდება იქ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.