VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება.
„ეს მობილიზაცია არის რუსეთში. ის, რომ ვიღაცები ცდილობენ, თქვან, რომ აქაც იქნება? რომ არ იყოს? მათ მხოლოდ სიტუაციის შექმნა სჭირდებათ. არ იქნება არანაირი მობილიზაცია. ეს არის ტყუილი. ჩვენ ვიომებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი სახლისა და მიწის დაცვა მოგვიწევს“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყო.
აღნიშნულის წინააღმდეგ, რუსეთის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.