ჩვენ ვეთანხმებით საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას - პუტინი
1741882929
სან-ფრანცისკო ტექნოლოგიური ინდუსტრიით არის ცნობილი, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობდა, რომ აქ რობოტი დიჯეი გამოჩნდებოდა.
როგორც San Francisco Gate იუწყება, ხელოვნური ინტელექტის მქონე სამხედრო ჰუმანოიდი რობოტი ღამის კლუბში წარდგა.
Robotics Lab-ის მიერ შემუშავებულმა რობოტმა ღამის კლუბის სტუმრები კარგად გაართო. კომპანიის თანადამფუძნებლის, მაიკ ლებლანის თქმით, ასეთ რობოტებს აშშ-ის სამხედროები იყენებენ.
ლებლანმა ისიც აღნიშნა, რომ რობოტების მწარმოებელი კომპანიები სამხედრო რობოტების შექმნას ერიდებიან, თუმცა მისი კომპანია ასე არ იქცევა.
„მაგალითად, Boston Dynamics ერიდება ასეთი რობოტების შექმნას, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამხედრო ინდუსტრიის მომავალი რობოტიკაშია", — აღნიშნა ლებლანმა.
მიუხედავად იმისა, რომ Robotics Lab-ის მთავარი კონტრაქტორი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროა, რობოტებს ბრძოლის ველზე ჯერ მაინც არ იყენებენ.
რობოტის GigaParty-ზე გამოჩენა შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ როგორც ლებლანი ამბობს, ამით კომპანიამ თავისი პროდუქტი ახალ აუდიტორიას წარუდგინა.