VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ლვოვში შეხვდება.
„გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.
სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება. ოდესის შემდეგ გაერო-ს გენერალური მდივანი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.