„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და მოკავშირეების დაცვას, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.
„როგორც ადრე, რუსეთი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას კოორდინირებულ ერთობლივ მუშაობაში, თავის მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად, რათა გააუმჯობესოს საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმები და შექმნას ახალი, თანმიმდევრულად გააძლიეროს ეროვნული შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები, მათი თანამედროვე იარაღით და სამხედრო ტექნიკით აღჭურვით. უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების დაცვა, გადავდგათ სხვა ნაბიჯები უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისკენ, სადაც გარანტირებულია ყველა ხალხის უფლებები და კულტურულ-ცივილიზაციური მრავალფეროვნება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კოლექტიური დასავლეთი მიზანმიმართულად ანადგურებს ევროპის უსაფრთხოების სისტემას და აყალიბებს ახალ სამხედრო ალიანსებს. NATO აღმოსავლეთისკენ მოიწევს, ხოლო შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებას და სამოქალაქო ომებს, ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე, რათა დაემორჩილონ მათ ნებას.
ვლადიმერ პუტინის თქმით, სამხედრო ოპერაცია გაეროს წესდების შესაბამისად დაიწყო.
„უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების სრული დაცვით. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ და ზუსტად არის განსაზღვრული – ეს არის რუსეთისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასში მცხოვრებთა გენოციდისგან დაცვა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.