გაერო-ს სააგენტოს რეზოლუციის საპასუხოდ, ირანი ურანის გამდიდრების ახალ ცენტრებს უსაფრთხო ადგილას შექმნის

ირანი

გაერო-ს სააგენტოს რეზოლუციის საპასუხოდ, ირანი ურანის გამდიდრების ახალ ცენტრებს უსაფრთხო ადგილას შექმნის.

ირანული მედიის თანახმად, შესაბამისი ბრძანება ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გასცა.

ბრძანების თანახმად, ფორდოს ქარხანაში არსებული ძველი პირველი თაობის ცენტრიფუგები თანამედროვე IR-6 ცენტრიფუგებით ჩანაცვლდება.

შემდგომი ზომები იგეგმება და მათ შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეზოლუციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს და ტექნიკურად უსაფუძვლოს უწოდებს.

ირანის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანი ყოველთვის ასრულებდა თავის ვალდებულებებს უსაფრთხოების ზომების შესახებ.