რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
გაერო ლიბანში ისრაელის დარტყმების გამო ღრმად შეშფოთებულია და კონფლიქტის მხარეებს ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აფრთხილებს.
„ღრმად შეშფოთებული ვართ სამხრეთ ლიბანსა და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოქმედებების გაძლიერებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას და შემდგომი ესკალაციისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.
ამასთან, გაერო-ს „მსოფლიო სასურსათო პროგრამის“ განცხადებით, ლიბანში მილიონობით ადამიანი დგას იძულებითი გადაადგილებისა და საკვებზე ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ იძულებით გადაადგილებული რჩება, ხოლო ფასების ზრდა და შემოსავლების შემცირება ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის საკვებზე ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ართულებს.