Friends-ის 2 ეპიზოდის სცენარი, რომელიც ნაგვის ურნაში იპოვეს, აუქციონზე იყიდება

FriendsFriends

Friends-ის 2 ეპიზოდის სცენარი, რომელიც ნაგვის ურნაში იპოვეს, აუქციონზე იყიდება. საუბარია მეოთხე სეზონის ფინალურ ეპიზოდზე - 1998 წელს გამოყენებული ე.წ. სკრიპტები Fountain Studios-ს თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა. ისინი ორნაწილიანი ფინალური ეპიზოდისთვის, სახელწოდებით The One With Ross's Wedding დაიწერა.

როგორც BBC წერს, სკრიპტების სავარაუდო ფასი $1 000-ია. თავდაპირველად ისინი გადასაღებ მოედანზე, ერთ-ერთ უჯრაში საგანგებოდ შეინახეს, რათა ფინალის სცენარი არ გაჟონილიყო, გამოყენების შემდეგ კი, უცნობია როგორ, თუმცა ნაგვის ურნაში აღმოჩნდა.

Fountain Studios თანამშრომელი გადასაღებ მოედანზე 1999 წლამდე მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში სცენარს იგი საკუთარ სახლში ინახავდა, ახლახან კი გადაწყვიტა, გასაყიდად გამოეტანა. რადგან Friends-ის გულშემატკივართა რაოდენობა კვლავ დიდია, სავარაუდოდ, სკრიპტების შეძენით არაერთი ადამიანი დაინტერესდება. აუქციონი ლონდონში გაიმართება. 

ასევე ნახეთ:

ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც 6 ქართველთან ერთად საბერძნეთში დააკავეს

ნახეთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში