„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1759176190
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ ღაზის სამშვიდობო გეგმას.
„თითქმის სამწლიანი სისხლის ღვრის შემდეგ, ეს გეგმა ომის დასრულების საუკეთესო შანსია. ის ფაქტი, რომ ისრაელი მხარს უჭერს გეგმას, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ახლა „ჰამასი“ დათანხმდეს და გახსნას გზა მშვიდობისკენ“, – აღნიშნავს მერცი.
ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, ის მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან, არაბულ სახელმწიფოებთან და ევროპის ქვეყნებთან აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით.
„შეთანხმება თუ მიიღწევა, გერმანია მზადაა, წვლილი შეიტანოს გეგმის განხორციელებაში. ეს ეხება პოლიტიკურ ნაწილსაც, ჰუმანიტარულსაც და, რა თქმა უნდა, რეკონსტრუქციასაც“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზას სამშვიდობო გეგმა წარადგინა.