YouTube დონალდ ტრამპს 24.5 მილიონ დოლარს გადაუხდის - „ეს გამარჯვება ამტკიცებს, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ცენზურას შედეგები მოჰყვება“

დონალდ ტრამპი

Youtube აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 24.5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

„ეს გამარჯვება ამტკიცებს, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ცენზურას შედეგები მოჰყვება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ youtube-მა დონალდ ტრამპის ანგარიში დროებით დაბლოკა და ვიდეოების ატვირთა აუკრძალა. ტრამპმა 2021 წლის ივლისში სარჩელი შეიტანა სამი მსხვილი კომპანიისა და მათი აღმასრულებელი დირექტორების წინააღმდეგ. ეს კომპანიები იყო: Twitter-ი, ახლა ცნობილი, როგორც X, Meta და Google.

Meta-მ და X-მა 2025 წლის დასაწყისში დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწიეს.