ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
1760646757
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ევროპა აშშ-ისა და ჩინეთის პაიკად ქცევის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპა დაკარგავს დამოუკიდებლობას გლობალური ეკონომიკური გიგანტების წინაშე, თუ ლიდერები სწრაფად არ იმოქმედებენ კონკურენტუნარიანობის აღსადგენად.
გერმანიის კანცლერმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, დროულად გაატარონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები.
„ეს გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის და ევროპის ქვეყნების მომავლისთვის. მომდევნო კვირებში, თვეებსა და სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში, გადაწყდება დარჩება ევროპა დამოუკიდებელ ეკონომიკურ ძალად, თუ გახდება პაიკი მთავარი ეკონომიკური ცენტრების ხელში აზიასა ან ამერიკაში“, – განაცხადა მერცმა.
მერცმა მოუწოდა ევროკომისიას, მოილაპარაკოს დამოუკიდებელ სავაჭრო შეთანხმებებზე სხვადასხვა ქვეყნებთან და სავაჭრო ბლოკებთან მსოფლიოში. კანცლერმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, წლის ბოლომდე მოაწეროს ხელი სავაჭრო შეთანხმებას სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ბლოკ „მერკოსურთან“.