ფოტოგრაფი, რომელმაც დედოფალს ფოტოები უკანასკნელად გადაუღო, მონარქთან ბოლო საუბარს ასაჯაროებს

დედოფალი

ფოტოგრაფი, რომელმაც დედოფალს ბოლო საჯარო შეხვედრაზე სურათები გადაუღო, მონარქთან მის საუბარს იხსენებს.

გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე დედოფალი ახალ პრემიერს, ლიზ ტრასს შეხვდა

ფოტოგრაფი ჯეინ ბარლოუ ჰყვება, რომ სანამ მომავალი პრემიერ მინისტრი მივიდოდა მისი უდიდებულესობის სასახლეში, ბარლოუ რამდენიმე წუთით მარტო დარჩა დედოფალთან და გადაწყვიტა მისი რამდენიმე პორტრეტი გადაეღო.

ფოტოების გადაღების დროს მათ „კლასიკური ბრიტანული“ საუბარი ჰქონდათ ამინდის შესახებ, რადგან იმ დღეებში ცა ჩაბნელებული იყო და ძლიერი წვიმებს ელოდნენ.

„ნამდვილი პატივი და პრივილეგიაა ამ სურათის გადაღება. ის, რა თქმა უნდა, უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე მაშინ, როცა მას ზაფხულში გადავუღე. მე ვიყავი იქ, რომ გადამეღო მისი შეხვედრა ახალ პრემიერ მინისტრთან, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო სურათი იყო დედოფლის ფოტო და ეს აშკარად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ახლა“,- ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფის თქმით, როდესაც ტრასი ოთახში შევიდა, დედოფალი მას „დიდი ღიმილით" შეხვდა.

ცნობისთვის, დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.