(ფოტოები) დაიბადა ჩვილი, რომელსაც 12 სანტიმეტრის სიგრძის კუდი ჰქონდა

ახალშობილი

ბრაზილიაში კუდის მქონე ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ Iflscience -ი ავრცელებს.

Journal of Pediatric Case Reports გამოქვეყნებულ ნაშრომში ნათქვამია, რომ ბრაზილიაში მდებარე ალბერტ სეიბინის სახელობის საავადმყოფოში ბიჭი 12 სანტიმეტრი სიგრძის მქონე კუდით დაიბადა.

არსებული ინფორმაციით, ჩვილი ნაადრევად გაჩნდა. ბავშვს მარცხენა პარავერტებრალურ-ლუმბოსკალურ რეგიონში (დუნდულის ზემოთ) გრძელი “ფიბროზული ქორდა”, იგივე კუდი ჰქონდა, რომელიც მომრგვალო წანაზარდით ბოლოვდებოდა.

ამგვარ წანაზარდებს მედიკოსები “ნამდვილ” და “ფსევდო” კუდებად ყოფენ. გამონაკლის შემთხვევებში, სისხლის თეთრი უჯრედები ემბრიონულ კუდს ვერ ანადგურებენ, ამიტომ ის ჩანასახს ბოლომდე უნარჩუნდება. უფრო მეტიც, კუნთების მეშვეობით, შესაძლებელია მისი ამოძრავება და მომრგვალებაც, როგორც ამას ზოგიერთი ცხოველი აკეთებს.სწორედ ამის მაგალითია ზემოხსენებული ჩვილი, რომელსაც ქირურგებმა წანაზარდი წარმატებით მოაშორეს.