ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სასწავლებელში სროლა იყო - დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულები

ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სასწავლებელში სროლა იყო

ფლორიდის შტატის ერთ-ერთ სასწავლებელში სროლა იყო - დაღუპულია 2 და დაჭრილია 4 ადამიანი. ცნობილია, რომ გარდაცვლილებიდან არცერთი არ არის სტუდენტი. კლინიკაშია გადაყვანილი თავდამსხმელიც.

პოლიციის ინფორმაციით, 20 წლის ეჭვმიტანილი შერიფის ვაჟია, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა მამის სამსახურებრივ იარაღზე. თავდასხმის მოტივი უცნობია.