საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
ფლორიდაში მცხოვრებმა ქალმა, ჯულია იონკოვსკიმ ბანკომატიდან ფულის გამოტანისას შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ანგარიშზე 720 მილიონი ფუნტი სტერლინგი ($999,985,855.94) ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ბანკომატისკენ მიმავალ ჯულიას გზაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ამერიკაში სიმდიდრით 615-ე ადამიანი იყო.
„ბანკომატიდან 20 დოლარის გამოტანა მინდოდა, როცა ანგარიში შევამოწმე აღმოვაჩინე, რომ ბარათზე 720 მილიონი ფუნტი სტერლინგი მქონდა. შოკი მივიღე“, -ამბობს ჯულია.
ის მომხდარით ძალიან შეშინებულია და ფულის სასწრაფოდ მოშორება უნდა. თუმცა, მის ზარებს ბანკი არ პასუხობს.
„უამრავი ისტორია მსმენია კიბერშეტევებზე, იმაზე რომ ასეთი შემთხვევების დროს ადამიანებს ჯარიმებს ახდევინებენ. მინდა ფული რაც შეიძლება მალე მოვიშორო, რადგან ის ჩემი არ არის“,- ამბობს ის.