როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
ფლორიდაში, ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა დონალდ ტრამპმა.
"ეარ ფორს ვანის" ბორტზე ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა უთხრა, რომ "უკრაინას რამდენიმე რთული, პატარა პრობლემა აქვს" და კორუფციული სკანდალი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვაა გახვეული, ქვეყანას არ ადგება.
ტრამპი იმეორებს, რომ უკრაინულ მხარეს სამშვიდობო შეთანხმების დადების კარგი შესაძლებლობა აქვს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების დასასრულებლად ე.წ. დედლაინი არ დაუწესებია.
ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრას ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკიწერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის რუსტემ უმეროვის საუბარი კონსტრუქციული იყო.
ცნობილია, რომ პუტინთან შესახვედრად ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მოსკოვში დღეს გაემგზავრებიან. მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან აუდიენცია ხვალისთვის არის დაგეგმილი.