ისრაელის პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

დრ

ისრაელის პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. საქმე ეხება კორუფციის ბრალდებით ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო პროცესმა ქვეყანა გახლიჩა და ისააკ ჰერცოგის შეწყალება ეროვნული ერთიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

პარალელურად, თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტები პრეზიდენტისგან მოითხოვენ ნეტანიაჰუს თხოვნა არ დააკმაყოფილოს.