თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს

კახა კალაძე

ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს დღეიდან იწყებს თბილისის მერი, დელეგაციის წევრებთან ერთად. მერიის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია კახა კალაძის შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან; ასევე ის მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში, რომელიც ევროპის ქალაქების ურბანულ განვითარებას შეეხება.

თბილისის მერი დელეგატებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტი უნგრეთში ხვალ დასრულდება.