თორნიკე ფაღავა: ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და სახეა

თორნიკე ფაღავა

 ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და სახეა. მისი ეს საქციელიც ამ ყველაფრის ერთგვარი „დაგვირგვინებაა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, რითაც გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ფაქტს.

„დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი ორგანოები იმოქმედებენ კანონის სრული დაცვით და სიზუსტით და ბატონი ელისაშვილი მიიღებს შესაბამის სასჯელს“, - აღნიშნა ფაღავამ.

ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.