დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება - დეტალებს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს
1765397506
საფრანგეთს ვერ ექნება საკუთარი საგარეო პოლიტიკა, ვიდრე ის ევროკავშირშია, - განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა და პარტია „პატრიოტების“ ლიდერმა, ფლორიან ფილიპომ.
„მათ ყველაფრის ევროპეიზაცია სურთ. როგორ უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, როცა გვაიძულებენ ყოველთვის ის საერთო პოლიტიკა გვქონდეს, რომელსაც კაია კალასი და მისთანები განსაზღვრავენ? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ყველა საკითხზე საერთო პოზიცია არ გვაქვს. მოგვყიდეს იდეა, რომ 27 წევრი სახელმწიფოს ერთობა გვაძლიერებს. თუმცა არა, ერთიან კავშირს სისუსტეც შეუძლია გამოიწვიოს, როდესაც უგულებელყოფილია ინდივიდუალურ ერთა ინტერესები. მე გამოვდივარ „ფრექსიტის“ მოწოდებით. პირველ რიგში, გამოვუცხადოთ უნდობლობა მთავრობას, გამოვუცხადოთ უნდობლობა მაკრონს და ასევე ევროკავშირს. საფრანგეთმა თავი უნდა დააღწიოს მაკრონის ამ სრულიად შეშლილი პოზიციიდან, რომლითაც მშვიდობას საბოტაჟს უწყობს“, - აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.