გინეკოლოგი გამოკვლევების დროს პაციენტებს ფარულად იღებდა - მას ბრალი უკვე წაუყენეს (უცხოეთი)

ნდნს

აშშ-ის არმიის გინეკოლოგს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ქალების ფარულ ვიდეოჩაწერაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

არმიის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტი (CID) აცხადებს, რომ ექიმი 2 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაშია.

მაკგროუ 2019–2023 წლებში მუშაობდა ჰონოლულუში, ერთ-ერთი არმიის სამედიცინო ცენტრში, შემდეგ კი პრაქტიკა გააგრძელა ტეხასში. გამოძიების მიხედვით, მან 44 პაციენტი ფარულად გადაიღო 2025 წლის განმავლობაში, მათი თანხმობის გარეშე.

NBC News-ის წყარო აცხადებს, რომ 1500-მდე პაციენტს აცნობეს შესაძლო ფარულ ჩაწერებზე.

ბრალდებები პირველად 17 ოქტომბერს გახდა ცნობადი, რის შემდეგაც ექიმს მაშინვე შეუჩერდა საქმიანობის უფლება და  დაიწყო ფართომასშტაბიანი გამოძიება. 

მოსარჩელეები ერთხმად ამტკიცებენ, რომ არმიამ ექიმის შეუფერებელი ქცევის შესახებ ინფორმაცია უგულებელყო.

გამოძიება მოიცავს ასობით ინტერვიუსა და ნახევარ ტერაბაიტზე მეტი ციფრული მასალის ანალიზს.

„ბრალდებები უკიდურესად სერიოზულია და გამოძიება სრულად უნდა გაგრძელდეს“, — წერენ კონგრესმენები.