Fitch Ratings-მა უკრაინის რეიტინგი დეფოლტის დონემდე დასწია

Fitch

Fitch Ratings-მა უკრაინის რეიტინგი დეფოლტის დონემდე დასწია, 20 მილიარდი დოლარის საკრედიტო შეთანხმების გამო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის რეიტინგი Fitch-მა კრიტიკულ ნიშნულამდე ოთხშაბათს შეამცირა. 

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტო თვლის, რომ უკრაინაში, შესაძლოა,  დეფოლტის, ან დეფოლტთან მიახლოებული პროცესი დაიწყოს. 

ორშაბათს, უკრაინამ განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას კრედიტორთა ჯგუფთან $20 მილიარდი საერთაშორისო ობლიგაციების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რაც ომში მყოფი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ვალის გადახედვას გულისხმობს.