დასახელდა სფეროები, სადაც ახალი წლიდან ხელფასები გაიზრდება - დეტალებს ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს
1765397506
ბრიტანული გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინამ აშშ-ს გაუგზავნა და რომელსაც ბრიუსელი მხარს უჭერს. დოკუმენტის ახალი რედაქცია, სავარაუდოდ, ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1-ელ იანვრამდე.
FT-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება აიძულებს ევროკავშირს, გადახედოს ახალი ქვეყნების მიღების მიდგომებს.
გაზეთი აღნიშნავს, რომ თუ აშშ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, დონალდ ტრამპმა შესაძლოა სთხოვოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, შეწყვიტოს უკრაინის ევროკავშირში მიღების დაბლოკვა.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყებიდან მალევე, 2022 წლის თებერვალში, შეიტანა და მალევე მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.