ფილადელფიაში სროლის შედეგად 10 დამიანი დაიჭრა

ფილადელფი

ფილადელფიაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთ ბართან მოხდა. მანქანიდან მოულოდნელად შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ და ბართან მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.