Figaro: მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

emanuel makroni

გამოცემა Figaro წერს, რომ ემანუელ მაკრონის რეიტინგი რეკორდულად დაეცა. სოციოლოგიური კვლევების თანახმად მაკრონს გამოკითხულთა მხოლოდ 19% ენდობა, ეს კი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ემანუელ მაკრონი 2017 წლიდანაა საფრანგეთის პრეზიდენტი. გამოცემა წერს, რომ მაკრონის რეიტინგი ყვითელი ჟილეტების საპროტესტო აქციების დროსაც დაეცა, თუმცა მაჩვენებელი 23% იყო. კვლევის მიხედვით დაბალია საფრანგეთის პრემიერ მინისტრისადმი ნდობაც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ლიდერების საერთო რეიტინგი 38%-ია.