1745863963
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვაზე: ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ის ესპანელ და პორტუგალიელ ლიდერებთან კონტაქტზეა ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით.
„ორივე ქვეყნის ოპერატორები მუშაობენ მიზეზის დადგენასა და ელექტრომომარაგების აღდგენაზე“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
„ამ ეტაპზე, რაიმე კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა მან.
თავის მხრივ, პორტუგალიის ოპერატორმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მომხდარი ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო ესპანეთის ელექტროქსელში არსებული ხარვეზით, რომელიც დაკავშირებული იყო იშვიათ ატმოსფერულ მოვლენასთან.