"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
გორგასლის ოფისში გამართულ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის საკითხებზე „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„უმრავლესობის წევრებმა, მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებთან ერთად, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება არჩევნებისთვის, რომელშიც ჩართული იქნება პარტიული სტრუქტურის ყველა რგოლი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები და შემდეგ გაიმართება „ქართული ოცნების“ ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე.
ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, რაც, ასევე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მიმდინარე საპარლამენტო კვირას, სხვა მნიშვნელოვან კანონპროექტებთან ერთად, საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს. საქმე ეხება დამნაშავე პოლიტიკური პარტიის მემკვიდრე პარტიების აკრძალვას.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა შეთანხმდა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა გაგრძელდება 5 ივნისამდე“, - აცხადებენ პარტიაში.