ევროპელთა უმრავლესობა თვლის, რომ მათ ქვეყნებში კორუფცია ყვავის - Politico

ევროკავშირი

ევროკავშირის მოსახლეობის 2/3 მეტი თვლის, რომ მათ ქვეყნებში კორუფცია ძალიან არის გავრცელებული. ინფორმაციას ამის შესახებ Politico „ევრობარომეტრის“ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატიის თანახმად, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპელთა 68% თვლის, რომ მათ ქვეყნებში კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით მაღალია მაჩვენებლები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საბერძნეთი (98%), პორტუგალია (96%), მალტა (95%) და სლოვენია (95%).

ყველაზე დაბალი პროცენტი დაუწერეს ფინეთში (18%), დანიასა (26%) და ლუქსემბურგში (43%).

ევროპელების დაახლოებით მეოთხედმა (27%) განაცხადა, რომ მათ პირადად გამოცადეს კორუფცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო 75 პროცენტმა თქვა, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, რაც ქმნის პირობებს კორუფციის აყვავებისთვის.

გამოკითხვა გამოქვეყნდა ევროკომისიის ყოველწლიური კანონის უზენაესობის ანგარიშთან ერთად, რომელიც ასახავს ანტიკორუფციულ ზომებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

Politico წერს, რომ 2024 წლის მოხსენებამ გამოიწვია შეშფოთება ევროკავშირში „გარკვეული სისხლის სამართლის რეფორმების“ შესახებ, რომლებიც „კორუფციასთან ბრძოლას ძირს უთხრის“.კვლევამ გამოყო სლოვაკეთი, სადაც კანონმდებლებმა თებერვალში დაამტკიცეს გეგმა კორუფციისა და თაღლითობისთვის სასჯელის შემცირების შესახებ, და იტალია, რომელმაც ახლახან გააუქმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.