ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1778045894
ევროპაში გაჩენილმა დამანგრეველმა ხანძრებმა ახალი, პოტენციურად სასიკვდილო საფრთხე - პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა გამოავლინა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ბოლო თვეების განმავლობაში, დასავლეთ ევროპის უზარმაზარი ტერიტორიები ცეცხლში იყო გახვეული, რადგან კონტინენტი მაღალ ტემპერატურას და გვალვას ებრძოდა. მედიის ინფორმაციით, მეხანძრეები დამატებითი საფრთხის წინაშე დგანან, რაც აუფეთქებელი საბრძოლო მასალით არის გამოწვეული.
მედიის ცნობითვე, აფეთქებების შესახებ ინფორმაცია საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან გავრცელდა.
სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოსთან ახლოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, საბრძოლო მასალის საწყობი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელია.
აღმოსავლეთ ბელგიაში, ლიეჟის პროვინციაში, ადგილობრივმა გუბერნატორმა ერვე ჟამარმა განაცხადა, რომ საგანგებო სამსახურებს ხანძრის ზონაში დამარხული საბრძოლო მასალის საფრთხის ფონზე უწევთ მუშაობა და ბოლო დროს რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა.
ლიეჟში ყველაზე ძლიერი ხანძარი ჰოეს ფენის ჭაობების რეგიონში გაჩნდა, რომელიც გერმანიის საზღვარს კვეთს. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა, სწორედ ჰოეს ფენის ჭაობების და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ სამხედრო აღჭურვილობასა და იარაღს გვალვებიც ავლენს. მდინარეების დონის დაწევის შედეგად, გამოჩნდა გერმანული გემები, ვერმახტის მოტოციკლი და ბომბები.
არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარმა, კრისტინა გრინმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების გამო, "ომის მემკვიდრეობა კვლავ გროვდება".