ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება

ევროპარლამენტ

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.

ევროპის მფარველი წმინდანის, ბენედიქტ ნურსიელის სახელობის ოთახის გახსნის ინიციატივა ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფს ეკუთვნის. თავმჯდომარის განცხადებით, დარბაზისთვის წმინდა ბენედიქტეს სახელის დარქმევის გადაწყვეტილება არის პასუხი ევროპის კონსტიტუციიდან ევროპის ქრისტიანული ფესვების შესახებ ნებისმიერი მითითების ამოღებაზე, რის შემდეგაც პარლამენტში ქრისტიანობის ნებისმიერი ხსენება აიკრძალა, რასაც ინიციატივის ავტორი „ტრაგიკულ შეცდომას“ უწოდებს.