შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1770124085
ევროპარლამენტარი ადრიაშ ლასლო აცხადებს, რომ 2019-2023 წლებში ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა. მისივე თქმით, ამ გრანტების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ იძებნება და, ძირითადად, ცნობები ზოგადი ხასიათისაა.
„ევროკავშირმა 2019-დან 2023 წლამდე არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებზე 17 მილიარდი ევრო დახარჯა. 30 000-ზე მეტი გრანტის შესახებ მხოლოდ ძირითადი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ესენი არიან უნგრეთის წამყვანი მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციები და აჩვენებს, თუ რამდენი მიიღეს მათ ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულიდან. ისინი ასევე იღებდნენ USAID/NED/სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ეს უნდა შეწყდეს!“ – წერს ევროპარლამენტარი.
ამასთან, ლასლო აზიარებს უნგრეთის საერთაშორისო კომუნიკაციების სახელმწიფო მდივნის, ზოლტან კოვაჩის პოსტს, სადაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებებია ნაჩვენები.