1743406626
ევროპა ომისთვის ემზადება - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა ომისთვის ემზადება.
„რასაც ვხედავ, არის ის, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება. ეს სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ამ დროისთვის სასაცილოდ ჟღერს, რომ ისინი აპირებენ ბრიუსელიდან გაუგზავნონ შეტყობინება ყველა ევროპულ ოჯახს, რომ მოიმარაგონ 72 საათისთვის საკმარისი საკვები, მაგრამ თუ ამას უკანა მხრიდან შევხედავთ, საშინელებაა იმის დანახვა, თუ რა შეიძლება იყოს ამ ხალხის გონებაში“, - თქვა ობრანმა.
როგორც უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ბრიუსელი უკრაინის მხარდაჭერით ომზე გადავიდა, ხოლო უნგრეთს მშვიდობა სურს. ორბანის თქმით, მას სურს უნგრეთის მოსახლეობა დაამშვიდოს, რომ ომი არ იქნება.
„მინდა უნგრელ ოჯახებს ვუთხრა, მათ არაფერი უჩვეულო არ უნდა გააკეთონ. ომის საფრთხე არ არსებობს. უნგრეთი ომში არავისთან შევა. ჩვენ დავრჩებით მშვიდობის მხარეს“, - დასძინა მან.