VIDEO: როდის სჯობს ბროწეულის წვენის მიღება მისი მარცვლების ჭამას და რით არის გოგრა განსაკუთრებული
1730714179
ევროკომისია უნგრეთს „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონის მიღებისთვის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივის.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.
კანონი, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა, სუვერენიტეტის დაცვის ოფისის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნულ უწყებას ევალება, გამოიძიოს ისეთი საქმიანობა, რომელიც სხვა სახელმწიფოს ან უცხოური ორგანოს, ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინტერესებით ხორციელდება და რომლებმაც შესაძლოა, უნგრეთის სუვერენიტეტი დაარღვიოს ან საფრთხე შეუქმნას მას. ასევე, ისეთი ორგანიზაციების საქმიანობა, რომელთა ქმედებებმა უცხოური დაფინანსებით შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან ამომრჩეველთა ნებაზე.
თებერვალში ევროკომისიამ უნგრეთს წერილობით მიმართა და ოფიციალურად შეატყობინა თავისი შეშფოთების შესახებ. საპასუხოდ, უნგრეთი აცხადებს, რომ „სუვერენიტეტის დაცვის“ კანონი არ არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, ხოლო ევროკომისიის მიერ გამოთქმული შეშფოთება უსაფუძვლოა.