ევროკომისია შემოდგომა-ზამთარში გაზის შესაძლო დეფიციტზე რეაგირებისთვის გეგმას წარადგენს

საქართელო

მომავალ კვირას ევროკომისია გაზის საგანგებო გეგმის პროექტს წარადგენს – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს

გამოცემის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, გეგმა შეიცავს რეკომენდებულ მაქსიმალურ ტემპერატურას საზოგადოებრივი და კომერციული შენობების გასათბობად. მიმოხილვა აღწერს, უამრავ ღონისძიებას შემოდგომაზე ან ზამთარში გაზის შესაძლო დეფიციტზე რეაგირებისთვის. ამავდროულად, დაგეგმილია რეკომენდაციები და ნაბიჯები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწოდების შეფერხებები ან მინიმუმამდე დაიყვანოს მათი შედეგები. 

„თუ ჩვენ ახლა ვიმოქმედებთ, მიწოდების უეცარი შეფერხების შედეგები შეიძლება შემცირდეს მესამედით“, - ნათქვამია პირველ პროექტში, რომელსაც ციტირებს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო. 

ევროკომისია თავის პროექტს ოფიციალურად მომავალ კვირას წარადგენს, მაგრამ რიგი დეტალები უკვე წინასწარ გახდა ცნობილი.