ევროკავშირში განმარტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს

ევროკავშირი

ევროკავშირში განმარტეს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს.

ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ გააკეთეს განცხადება.

„ეს გადაწყვეტილება მიიღება ამ ქვეყნების კომპეტენციისა და ეროვნული სუვერენიტეტის საფუძველზე. ბოლოს და ბოლოს, საუბარი არის ორმხრივ ურთიერთობებზე“, – აცხადებს სტანო.

სტანოს თქმით, ევროკავშირი, როგორც ინსტიტუტი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე არ ყოფილა წარმოდგენილი. პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირის დიპლომატმა შესაბამისი რეკომენდაცია ბრიუსელისგან მიიღო.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებს, რომელთა წარმომადგენლებიც ცერემონიალზე მივიდნენ, სტანოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მთავრობამ უნდა განმარტოს.

მედიის ინფორმაციით, პუტინის ინაუგურაციას საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის დიპლომატები დაესწრნენ.