ევროკავშირს თუ სურს, თავიდან აიცილოს ან შეცვალოს ძალაუფლებისა და სიმაღლის დაკარგვა, მას ამის მიღწევა მხოლოდ თურქეთის სრული წევრობით შეუძლია - ერდოღანი

ერდოღანი

ევროკავშირს თუ სურს, თავიდან აიცილოს ან შეცვალოს ძალაუფლებისა და სიმაღლის დაკარგვა, მას ამის მიღწევა მხოლოდ თურქეთის სრული წევრობით შეუძლია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი და პოლონეთი არიან საკვანძო მოკავშირეები, რომლებიც განთავსებული არიან NATO-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე და რომლებიც ხელმძღვანელობენ ევროპაში ორ უმსხვილეს სახმელეთო არმიას.

თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზეც.

„ჩვენ დადებითად მივიჩნევთ, რომ უკრაინამ მიიღო ცეცხლის შეწყვეტა აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ასევე კონსტრუქციულად უპასუხებს. თურქეთის პოზიცია ამ ომზე პირველივე დღიდან ძალიან ნათელია. გვინდა, რომ ორივე მეზობელმა ომი დაასრულოს სამართლიანი მშვიდობით. უახლესი მოვლენები თუ საშუალებას მისცემს რუსეთს და უკრაინას, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, ჩვენ მზად ვართ, შევიტანოთ ყველანაირი წვლილი, მათ შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის ჩათვლით. ჩვენი რეგიონი სავსეა ომით, კონფლიქტით და ცრემლით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რეგიონი მიაღწევს მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამისათვის“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტს სთხოვა, აიღოს პასუხისმგებლობა რეგიონულ სტაბილურობაზე.