1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროკავშირი განიხილავს უნგრეთისთვის ფინანსური კომპენსაციის საკითხს, რათა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დაარწმუნოს, რომ უნგრეთიც უნდა შეერთდეს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას.
გამოცემა Politico ევროკავშირის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთმა შესაძლოა, ფინანსური კომპენსაცია მიიღოს ევროკავშირის ახალი, ენერგეტიკული სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც უახლოეს ხანში უნდა გამოქვეყნდეს და მიზნად ისახავს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას.
ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს.
ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.
უნგრეთის მთავრობა ირწმუნება, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს. ამ კვირაში, უშედეგოდ დასრულდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის მოლაპარაკება. სანქციების მეექვსე პაკეტის განხილვა უახლოეს დღეებში გაგრძელდება.