ევროკავშირმა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭეს.

„რეპრესიები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი და ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის ათასობით წარმომადგენელს კლავს, საკუთარი აღსასრულისკენ მიისწრაფვის“, - დასძინა მან.