„ამერიკელები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი არჩევნები სამართლიანობის პრინციპების დაცვით ტარდება“ - კონგრესის „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი

თეთრი სახლი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი, რომელიც სავალდებულოს გახდის დიდი ხნის განმავლობაში მოთხოვნილ პირობებს, როგორიცაა ხმის მიცემისას ფოტოსურათიანი პირადობის მოწმობის წარდგენა და ამომრჩევლად რეგისტრაციისთვის მოქალაქეობის დადასტურება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

კანონპროექტი, რომელსაც სახელად „გახადე არჩევნები კვლავ დიდებული (MEGA) აქტი“ ეწოდა, წარმოდგენილია წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარის, ბრაიან სტაილის მიერ.

„ამერიკელები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათი არჩევნები სამართლიანობის პრინციპების დაცვით ტარდება, რაც მოიცავს ამომრჩევლის პირადობის მოწმობის მოთხოვნებს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტებასა და მოქალაქეობის დადასტურებას“, - განაცხადა სტაილმა თავის განცხადებაში. „ეს რეფორმები გაზრდის ამომრჩევლის ნდობას, განამტკიცებს არჩევნების კეთილსინდისიერებას და ხმის მიცემას გახდის მარტივს, ხოლო გაყალბებას - რთულს“.

კანონპროექტი ასევე დააწესებს ამომრჩეველთა სიების რეგულარული განახლების უფრო მკაცრ მოთხოვნებს და აკრძალავს ფოსტით ხმის მიცემის საყოველთაო სისტემას იმ პირობით, რომ ამომრჩეველმა ფოსტით ხმის მისაცემად ბიულეტენი წინასწარ, პირადი მოთხოვნის საფუძველზე უნდა გამოითხოვოს.