ლავროვი: ზავი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს მიაღწიოს, რუსეთისთვის მიუღებელია

სერგეი ლავროვი

ზავი, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს მიაღწიოს, რუსეთისთვის მიუღებელია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მრავალჯერ ვთქვით და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ხშირად გვახსენებდა ამას, რომ ზავი, რომლის მიღწევასაც კვლავ ცდილობს ვოლოდიმირ ზელენსკი - თუნდაც 60 დღით, ან უკეთესია უფრო დიდხანს - ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა მან.

ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა წინა პერიოდი, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიურ ძალისხმევასთან, სრულდებოდა იმით, რომ ნებისმიერი ზავი მაშინვე გამოიყენებოდა უკრაინის ახალი შეიარაღებით გამოსაკვებად.