ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
ინგლისის ჩემპიონშიპის ახალი სეზონის დაწყებამდე „უოტფორდმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი „ლეიტონთან“ გამართა და 1:1 დაასრულა – გიორგი ჩაკვეტაძეს არ უთამაშია.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამზადებელ ეტაპზე სამივე ტესტ-მატჩი გამოტოვა. მიზეზი – სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმაა, რომელსაც დღემდე მკურნალობს. კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, საგანგაშო არაფერია და 25 წლის ქართველი მოედანს მალე დაუბრუნდება.
„გიორგი ჩაკვეტაძემ „ბრისბენ როუდზე“ გამართული შეხვედრა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. ქართველი ნახევარმცველი რეაბილიტაციის კურსს ასრულებს და მოედანს მალე დაუბრუნდება“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„უოტფორდი“ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 30 ივლისს „დეპორტივო ლა კორუნიასთან“ გამართავს, სეზონს კი 9 აგვისტოს „ჩარლტონთან“ მატჩით გახსნის.