რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა. შესაბამისი განცხადება სოციალური ქსელით ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს მივცეთ შანსი. ევროკავშირის კონტრზომების პაკეტზე მუშაობის პარალელურად, რომელმაც ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ჩვენი წევრი ქვეყნებისგან, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ. მოლაპარაკებები თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი, ჩვენი კონტრზომები ძალაში შევა. როგორც უკვე ვთქვი, მაგიდაზე ყველა ვარიანტი რჩება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, „თრუს სოშიალზე“ დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ათობით ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფები 90 დღით შეაჩერა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ტარიფების 90 დღით შეჩერებაზე რამდენიმე დღე ვფიქრობდი, არ გვინდა, დავაზიანოთ ქვეყნები, რომლებიც არ საჭიროებენ ამას, ყველას სურს მოლაპარაკება“.
We took note of the announcement by President Trump.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 10, 2025
We want to give negotiations a chance.
While finalising the adoption of the EU countermeasures that saw strong support from our Member States, we will put them on hold for 90 days.
If negotiations are not satisfactory, our…